წიგნში განხილულია დიაგნოსტიკის თანამედროვე და პერსპექტიული მიმართულებები, სადაც გამოყენებულია მაიონიზებელი გამოსხივება. მოცემულია ამ მეთოდების ფიზიკური არსი და მათი მნიშვნელობა მედიცინაში განმარტებულია რადიაციის ცნება და რადიაციის ენერგიის ნივთიერებაზე გადაცემის მექანიზმები, მისი ზემოქმედება ცოცხალ ორგანიზმზე. მოცემულია გამოსხივების დოზები და საზომი ერთეულები. განხილულია რადიაციული მედიცინის ძირითადი პრინციპები ფართოდ არის გაშუქებული რადიონუკლიდური დიაგნოსტიკის კლინიკური მეთოდები: ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, რენტგენული დიაგნოსტიკა ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია, სცინტიგრაფია და მათი ფიზიკური არსი. მოყვანილია მთელი რიგი დაავადების რადიონუკლიდური დიაგნოსტიკის მაგალითები.