წინამდებარე ნაშრომში განხილულია კრიმინოლოგიის ერთ-ერთი მძიმე დანაშაულობა – რეციდიული დანაშაულობა და მასთან დაკავშირებული ასპექტები. ნაშრომში მოცემული მოსაზრებები საინტერესოა და წარმოადგენს მნიშვნელოვან სიახლეს კრიმინოლოგიის დარგში, მასში ახლებურადაა გააზრებული რეციდიული დანაშაულობა, როგორც საზოგადოების მნიშვნელოვანი საფრთხე და მისი თავიდან აცილების მიზეზი და საშუალებები.