განხილულია რადიოთერაპიის ძირითადი პრინციპები. თერაპიაში გამოყენებული დასხივების წყაროების მახასიათებლები, დანადგარების მუშაობის პრინციპები. დეტალურად არის განხილული მკურნალობის ისეთი თანამედროვე მეთოდები, როგორიცაა რადიოთერაპია, სხივური ქირურგია, პროტონო-სხივური თერაპია, ბრაქითერაპია, ნეიტრონული თერაპია და სხვა. მოყვანილია სხივურ თერაპიაში გამოყენებული დასხივების დოზები და გაზომვის ერთეულები. ასევე, სხვადასხვა დაავადების სხივური თერაპიის მაგალითები. დიდი ადგილი ეთმობა სამედიცინო კვლევებისას ადამიანზე რადიაციის ზემოქმედების ასპექტებს, პაციენტების რადიოაქტიურ უსაფრთხოებას. ასევე, განხილულია მაიონიზებელი მედიცინის კომპონენტებისაგან მოსახლეობის დაცვის პრინციპები. სახელმძღვანელოში აღწერილია ფოტონოთერაპიის თანამედროვე მეთოდები და მათი გამოყენების ისტორია.