ავტორი მეტად საინტერესო და უცნობ მასალებს აცნობს მკითხველს დიდი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის ოჯახის შესახებ, კერძოდ, გიორგი ნიკოლაძის ცხოვრებასა და დიდ ეროვნულ მეცნიერულ მოღვაწეობაზე. ავტორი ათეული წლების განმავლობაში მეგობრობდა ამ დიდ ოჯახთან და ამიტომ მონოგრაფიის დასაწერად მას არ დასჭირვებია მუზეუმებსა და არქივებში მასალების მოძიება. ყველაფერი ის, რაზედაც, ავტორი მკითხველს მოუთხრობს, თავის თვალით აქვს ნანახი და განცდილი.