წიგნი მოიცავს XIX-XX სს-ის დიდი საეკლესიო მოღვაწის, პედაგოგის, მისიონერისა და მკვლევრის წმ. ამბროსის (ხელაიას) ერთ ერთი პოლემიკური ნაშრომის რუსულ დედანს და მის ქართულ თარგმანს სამეცნიერო აპარატით. იგი განკუთვნილია ისტორიკოსების, პოლიტოლოგების, კონფლიქტოლოგებისა და იმ მკითხველებისათვის, რომლებსაც აფხაზეთის პრობლემები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია, რელიგიის, სახელმწიფოსა და პოლიტიკის ურთიერთობის საკითხები აინტერესებთ.