პირველ ნაწილში შეტანილია ტოპონიმიკური შტუდიები, შეჯერებულია რამდენიმე უცნობი (ჩაიხდენა) და ნაცნობი (არანისი, დვაბზუ, ვაკიჯვარი) გეოგრაფიული ერთეული. დასახლებული პუნქტები აღწერილია ტრადიციულად და, ამასთან, მიკროტოპონიმებთან ერთად ნაჩვენებია სოფელში დასახლებული გვარები, აგრეთვე აქ გავრცელებული სახელები, მცენარეულობა, ცხოველები, ფრინველები, ქვეწარმავალნი, მწერები, დასახლებული პუნქტების ასე შესწავლის ნიმუში პირველად მოგეცა აკაკი წერეთელმა თავისი მშობლიური სხვიტორის აღწერის სახით (აკ. წერეთელი. თხზ. XIII, თბ., 1961, გვ. 350-354), დიდი მგოსანი ოცნებობდა საქართველოს სოფლების ასე აღწერაზე მთლიანად, ეს იდეა ახლაც ცოცხალია. აქ დაბეჭდილი მცირე ნარკვევები წარმოადგენს იმის ცდას, თუ როგორ უნდა აღიწეროს დასახლებული პუნქტები, ამიტომ მათ მეთოდური მითითებების მნიშვნელობაც აქვთ. მეორე ნაწილი ახაშრულ ფურცლებს ეთმობა, აქ დაბეჭდილ ნარკვევებში განხილულია ქართული ენის სტრუქტურის, ტოპონიმიკისა და ხალხური შემოქმედების აქტუალური საკითხები.