კრებული წარმოგვიდგენს ქართველური ენების მდიდარი ლექსიკური მასალის ისტორიულ–ეტიმოლოგიური კვლევის ზოგიერთ შედეგს. ცალკეულ გამოკვლევებში კონკრეტული ენობრივი მასალის ანალიზის საფუძველზე დაისმის ენათა ნათესაობის, დიაქრონული ფონოლოგიისა და მორფოლოგიის არაერთი არსებითი საკითხი.