კრებული „ქართული რენესანსის საკითხები“ შედგება სხვადასხვა ავტორთა წერილებისაგან რომელნიც სხვადასხვა თვალსაზრისს ადგანან რენესანსული მსოფლმხედველობის ზოგადი, პრინციპული საკითხები განხილულია ქართული სინამდვილის მაგალითზე და გამოტანილია დასკვნები აღმოსავლური რენესანსის, როგორც შესაძლებელი და რეალური ფაქტის არსებობის შესახებ.