ნაშრომში ლოგიკური თანმიმდევრობით არის განხილული თანამედროვე მარკეტინგის ძირითადი საკითხები: არსი და განვითარების კონცეფციები, სახეები და პრინციპები, მარკეტინგული გარემოს ფაქტორები, ბაზრის სეგმენტაცია, მომხმარებელთა ქცევა, მარკეტინგის კომპლექსის ელემენტები. ასეთი მიდგომა აადვილებს მარკეტინგის შესწავლას და უზრუნველყოფს მისი როლისა და მნიშვნელობის გაცნობიერებას ბიზნესში.