,,დღეს, როდესაც საქართველო გაეროს და ევროსაბჭოს წევრი დამოუკიდებელი ქვეყანაა, როდესაც მტკიცედ გვაქვს გაცხადებული კურსი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირების აუცილებლობის შესახებ, თავისთავად იგულისხმება, რომ უპირობოდ ვაღიარებთ დასავლურ ღირებულებებს, რომ ჩვენთვის დემოკრატია, ლიბერალიზმი და ადამიანის უფლებები წარუვალი ფასეულობებია. არადა საქართველოში, ზემოთ ჩამოთვლილი ცნებები საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილისთვის თუ წარმოადგენს ჭეშმარიტ ღირებულებებს და ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი კი, ჩვენდა სამწუხაროდ, მიიჩნევს რომ ეს ცნებები არ არის ეროვნული შინაარსის და უცხოა ქართული კულტურისათვის. ისინი მიიჩნევა გარედან თავსმოხვეულად და ხშირ შემთხვევებში არა თუ მათი განხორციელებისკენ მიმართული კონკრეტული ღონისძიება, არამედ მათი ხსენებაც კი საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილის გაღიზიანებას და ზოგჯერ აგრესიასაც კი იწვევს. წინამდებარე წიგნის გამოცემის მიზანიც სწორედ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების სურვილია ამ მიმართულებით".