ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

სოკრატე და ალკიბიადე : (როცა ზნეობა უზნეობაზე ზეობს)

გამოცემის წელი2020
გამომცემლობაივერიონი

,,ნაშრომის მიზანია, ანტიკური ხანის ორი უდიდესი ბერძენის, – სოკრატესა და ალკიბიადეს, – მოღვაწეობისა და მათი მეგობრობის ისტორიის აღწერისა და ანალიზის საფუძველზე, ერთის მხრივ ვაჩვენოთ, თუ რამდენი ზიანი შეუძლია მოუტანოს, არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ საერთოდ ქვეყანას, - ხელისუფლების მწვერვალებისკენ დაუოკებელი სურვილის მქონე პიროვნებას, - თუ იგი, მიუხედავად ბუნებისაგან ბოძებული განსაკუთრებული ნიჭისა და თვისებებისა, ზნეობრივად გახრწნილი ადამიანია; მეორეს მხრივ, მკითხველისათვის შეძლებისდაგვარად გასაგებ ენაზე, თუნდაც სქემატურად, გადმოვცეთ სოკრატეს ფილოსოფიური შეხედულებები, განსაკუთრებით კი, – სოკრატეს ეთიკური მოძღვრება, სადაც მისი აზრით, – სათნოება, – ადამიანის უმაღლეს მიზანს და დანიშნულებას წარმოადგენს; მესამეც, ამ ორი, სრულიად განსხვავებული ზნეობრივი ფასეულობების მქონე ადამიანის გასაოცარი მეგობრობის მაგალითზე ვაჩვენოთ, თუ რამდენად შესაძლებელია ზნეობრივად სრულყოფილი ადამიანისადმი, უდიდესი მოკრძალებითა და ღრმა პატივისცემით განიმსჭვალოს, თუნდაც უზნეობაში ჩაძირული ისეთი პიროვნება, როგორიც ალკიბიადე იყო" – ბესიკ ლაგვილავა.