ნაშრომში განხილულია IV – IX სს. სამკაული: მშვილდსაკინძები (ფიბულები), აბზინდა-ბალთები, საყურეები, სამაჯურები და სხვ. რომლებიც აღმოჩენილია ისტორიული იბერიის (ქართლის) ტერიტორიაზე გათხრილ სამაროვნებსა თუ ნაქალაქარებზე (მცხეთა-სამთავრო, ურბნისი, რუსთავი და სხვ.).