წიგნში წარმოდგენილია მსოფლიო საბალეტო ხელოვნების ისტორიის ძირითადი ეტაპები, გამოჩენილი ქორეოგრაფებისა და მოცეკვავეების, ასევე ხელოვნების ამ სფეროში მოღვაწე კომპოზიტორების შემოქმედება, ისტორიული მნიშვნელობის სპექტაკლები; ყურადღებაა გამახვილებული საბალეტო ხელოვნების ძირითად გამომსახველობით საშუალებებზე, საცეკვაო ლექსიკის თავისებურებებზე, მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ ფორმებზე, ბალეტის დრამატურგიაზე. განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქორეოგრაფიისა და მუსიკის კანონზომიერებებს, რაც ბევრად განსაზღვრავს ხელოვნების ამ დარგის განვითარებას.