წიგნი წარმოადგენს ნეკრესის ნაქალაქარზე (ყვარლის რ-ნი) 1986-2003 წწ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ წიგნის ავტორის ხელმძღვანელობით აღმოჩენილი უძველესი ქართული წარწერების პუბლიკაციას. განხილულია ასევე ქართული დამწერლობის წარმოშობის და ისტორიის ზოგი საკითხი. ჩანართის სახით ქვეყნდება რუსთავის ნაქალაქარზე აღმოჩენილი ქართული წარწერებიც. წარწერების თარიღია ძვ.წელთაღრიცხვის ბოლო საუკუნეებიდან ახ.წ. IV საუკუნეებამდე.