წინამდებარე ნაშრომში თავმოყრილი და შესწორებულია კიკეთში 1920 წ. ევ. პჩელინას, 1948 წ. ბ. კუფტინის და 1961 წ. მოპოვებული მასალები. კიკეთის არქეოლოგიური მასალების შესწავლა ქვემო ქართლის ენეოლითურ ძეგლებთან ერთიანობაში და ა/კავკასიის ამ პერიოდის მასალებთან მჭიდრო კავშირში ხდება. ნაშრომში დაწვრილებითაა განხილული ქვემო ქართლის საცხოვრებელი ნაგებობანი, სამეურნეო ორმოები, სამარხთა ტიპები, დაკრძალვის წესი, კერამიკა და სხვა ინვენტარი.