ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ხელოსნობა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში

გამოცემის წელი2004
გამომცემლობააჭარა

საველე ეთნოგრაფიული მასალების, ისტორიულ-ეთნოლოგიურ ლიტერატურასა და წერილობით წყაროებში დაცული ცნობების, არქეოლოგიური ნივთიერი და მატერიალური კულტურის ძეგლთა მონაცემების ანალიზის საფუძველზე ნაშრომში პირველადაა შესწავლილი ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (აჭარა, ჭოროხის მხარე, ლაზეთი) ხელოსნობის სოციალურ–ეკონომიკური და კულტურულ-ისტორიული პრობლემები, ხელოსნობის ცალკეული დარგების (ხალხური მეტალურგია და მჭედლობა, ხის და ქვის დამუშავება, მეთუნეობა, ფეიქრობა) გენეზისისა და განვითარების საკითხები. დახასიათებულია ხელოსნობის ფორმები, ლოკალური ცენტრები, ხელოსნურ ნაკეთობათა გასაღების ბაზრები, ხელოსნობასთან დაკავშირებული გვარ-სახელები და ადგილთა სახელები, გადმოცემები და წეს-ჩვეულებები.