მონოგრაფია მიზნად ისახავს ფართოდ დოკუმენტირებული მასალის საფუძველზე თანდებულთა ვარიანტული ხმარების ერთიანი სურათის შექმნას, თანდებულიან კონსტრუქციათა შერჩევასა და შეფასებას მათი გამოყენების სფეროს შესაბამისად. თანდებულთა ფუნქციების კვლევაც სწორედ ამ, პრაქტიკული სტილისტიკისა და ენის ნორმალიზაციის თვალსაზრისით წარიმართა.