წინამდებარე ნაშრომი „საქართველოს ფიზიკურ - გეოგრაფიული ობიექტების ახსნა-განმარტებანი“ მოიცავს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ქედების, მთების, მწვერვალების, -უღელტეხილების, ვაკეების, მდინარეების, ტბების, მყინვარებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების დახასიათება – ანალიზს. გეოგრაფიული სახელწოდებები მოცემულია ალფაბეტის მიხედვით და ამასთან ერთად ისინი დაჯგუფებულია გარკვეული პრინციპით. კერძოდ, ერთად განიხილება მთები და მწვერვალები, ვაკეები და დაბლობები, მღვიმეები და გამოქვაბულები და ა.შ.