ავტორი სამყაროს წარმოშობასა და ევოლუციაზე ისეთი მარტივი, არაემეცნიერული ენით საუბრობს, რომ საშუალო მკითხველისთვისაც კი, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს გარკვეული ფიზიკასა და კვანტურ გრავიტაციაში, ადვილად გასაგები ხდება პასუხები კითხვებზე: როგორ და რატომ გაჩნდა სამყარო? აქვს თუ არა მას დასასრული და თუ აქვს, როგორი იქნება ის. ჰოუკინგი ყოველდღიური მაგალითებით უხსნის მკითხველს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: განუზღვრელობის პრინციპი, გრავიტაცია, შავი ხვრელები, დიდი აფეთქება, დროის ბუნება, უნიფიკაციის მეთოდი და ა. შ. ის თხრობას იწყებს იმ პერიოდიდან, როდესაც ადამიანმა სამყაროს შეცნობა დაიწყო, და აგრძელებს თანამედროვე ეპოქამდე, როცა არსებობს მრავალი თეორია ცალკეული ფრაგმენტისთვის, მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ იტევს სამყაროს მთლიან სურათს.