კრებული მოიცავს დისკუსიის მასალებს, რომელიც წარიმართა 1886-94 წლების პრესაში ქართული გრამატიკის საკითხებზე. მისი თაოსანი და უშუალო მონაწილე ილია ჭავჭავაძე იყო. ილიას გარდა პაექრობაში მონაწილეობდნენ: აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, სილოვან ხუნდაძე, კონსტანტინე დოდაშვილი და სხვები. ეს იყო მეორე ეტაპი სალიტერატურო ქართულის ნორმალიზაციისათვის ბრძოლისა, რომელიც ჯერ კიდევ 60-იან წლებში წამოიწყო ილია ჭავჭავაძემ.