თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „ბერძნულ-ლათინური ბიბლიოთეკის“ სერიით ბეჭდავს ანტიკური და შუა საუკუნეების ძეგლთა ქართულ თარგმანებს. ამ სერიის მორიგი წიგნია ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნის დიდი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტეს თხზულება „ისტორია“, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის შედევრთა რიცხვს განეკუთვნება, ჰეროდოტეს ნაწარმოების ძირითადი თემაა ბერძენ-სპარსელთა ომების (500--449) ისტორია, მაგრამ არსებითად იგი მსოფლიო ისტორიას წარმოადგენს. წიგნი დაიბეჭდა ორ ტომად, იგი განკუთვნილია ისტორიკოსების, ფილოლოგებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.