წინამდებარე ნაშრომი თანამედროვე საქართველოს საგადასახადო საქმიანობის პრობლემებზე პირველი კომპლექსური მონოგრაფიული გამოკვლევაა, რომელშიც განხილულია: ახლებური გააზრების საფუძველზე თანამედროვე საქართველოს საგადასახადო სისტემა და ეკონომიკის საგადასახადო რეგულირება; საქართველოს საგადასახადო სისტემაში გატარებული რეფორმები, მათი ეკონომიკური და სამართლებრივი რეგულირების შედეგები და განვითარების პერსპექტივები; საგადასახადო ფედერალიზმის მოდელები და ცენტრსა და რეგიონებს შორის ბიუჯეტთშორისი ურთიერთობების გაუმჯობესების გზები; საზღვარგარეთის ქვეყნების საგადასახადო სისტემების ფუნქციონირების გამოცდილება და მათი საქართველოში დანერგვის შესაძლებლობები; თანამედროვე საქართველოს საგადასახადო საქმიანობაში, დადებითი და უარყოფითი მოვლენების გამოვლენისა და შეჯერების საფუძველზე, ჯერ კიდევ არსებულ ნაკლოვანებათა გამოსწორებისა და პერსპექტივაში მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებები, და ბოლოს, ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედების შედეგად შესაძლებელი უარყოფითი შედეგების გამო, მოცემულია ამ კოდექსის პროექტის ცალკეული მუხლების დაზუსტებისათვის წინადადებები.