ნაშრომი ეხება ქართულ-ბიზანტიური საუკუნოვანი ლიტერატურული ურთიერთობის არსებით პრობლემებს. იგი, ერთი მხრივ, განმაზოგადებელ-შემაჯამებლური ხასიათისაა: წარმოდგენილია ძველი საქართველოს ლიტერატურული პროცესი, წარმოჩენილია ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობის ძირითადი ასპექტები, ბერძნულიდან ქართულ ენაზე მთარგმნელთა შემოქმედება და ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობის მკვლევართა მოღვაწეობა, მეორე მხრივ კი, ნაშრომში ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების ცალკეული პრობლემები ახლებურადაა დასმული.