ანატოლ ფრანსის „პატარა პიერი“ და „სიცოცხლის ყვავილობა“ ავტობიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოებებია, ოღონდ გოეთეს ცნობილი „პოეზიისა და სინამდვილის“ მსგავსად, მათშიაც ოსტატურადაა შერწყმული გამონაგონი და სიმართლე. თვით ავტორისავე აღიარებით, გამონაგონი სცენები მხოლოდ ხასიათთა უკეთ გამოკვეთის მიზნითაა ჩართული; ამავე დროს ეს საყვარელ ლანდებთან ლაციციცაა, ასე რომ უხალისებდა გულს მხცოვან მწერალს.