ციფრული ბიბლიოთეკა

სრული სამზარეულო

გამოცემის წელი1988
გამომცემლობასორაპანი

წიგნი საინტერესოა, როგორც ეპოქის ენობრივი, კულტურული, ეთნოგრაფიული სურათი, რადგანაც კულინარია ადამიანის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტიქტთან დაკავშირებული დარგი, კარგად წარმოაჩენს ენის, როგორც კულტურის სპეციფიკასა და სახეს. ბარბარე ჯორჯაძე, ამ ტექსტის დანიშნულების შესაბამისად, პოულობს ერთგვარ სოციოლექტს, რომელიც შეიცავს მეცხრამეტე საუკუნის ქართული სალიტერატურო ენისა და დიალექტების მახასიათებლებს, უცხო ენიდან შემოსულ ლექსიკას თუ კონსტრუქციებს, მისი ენა ერთგვარი მედიუმია მეცხრამეტე საუკუნის სხვადასხვა ფენას შორის კომუნიკაციისათვის, ერთნაირად გასაგები ქალაქელი ხელოსნისა თუ პროვინციელი არისტოკრატისათვის.