წინამდებარე ნაშრომი ისტორიულ-არქეოლოგიური ხასიათის გამოკვლევაა, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს ურბნისის – უძველესი ქართული ქალაქის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციის, ნაქალაქარის რაზმის მიერ მოპოვებული მასალის განხილვა. ავტორის მიერ არქეოლოგიური ძეგლები გადმოცემულია პერიოდების მიხედვით ადრებრინჯაოს ხანიდან დაწყებული ახ. წ. VIII საუკუნით დამთავრებული (ურბნისი, როგორც ქალაქი არსებობას წყვეტს VIII საუკუნის 50-იან წლებში, არაბების შემოსევის შედეგად).