წიგნში მეცნიერულადაა შესწავლილი ქართველი ხალხის ტრადიციული კვების კულტურა და სუფრის წესები, ნაჩვენებია ის მდიდარი ემპირიული გამოცდილება, რომელიც ამ მხრივ ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის საგანძურადაა მიჩნეული და რომელიც დღეს მთელ მსოფლიოშია აღიარებული. ეთნოგრაფიული მასალის საფუძველზე აღწერილია როგორც ცალკეულ საკვებთა სახეობები, ასევე მათი მომზადების ტექნოლოგია, რეჟიმი, აღკვეთები და შეზღუდვები; განხილულია სუფრის ეტიკეტი, მისი სოციალური და რელიგიური სიმბოლიკა, თამადობის ინსტიტუტი, სადღეგრძელოები, სატრაპეზო ურთიერთობები და სხვა საკითხები.