,,ძველ ბერძენ პოეტს, ჰესიოდეს, ერთხელ, როდესაც ჰელიკონზე ცხვარს აძოვებდა, მუზები გამოეცხადნენ და ასე მიმართეს: „ვიცით მრავალი ტყუილის თქმა, ნამდვილის მსგავსის, მაგრამ, თუკი გვსურს, შეგვიძლია სიმართლის თხრობაც.“ ეს წიგნი სწორედ რომ სიმართლის თხრობაა და თუ მაინც, სადღაც, მცირეოდენი ხარვეზი შეგხვდეთ, ეს მეხსიერების ბრალი იქნება და არა განზრახული უზუსტობა. ჩემს ძვირფას მკითხველს ვთხოვ, ამისთვისაც მომიტევოს" – გივი ლობჟანიძე.