წინამდებარე კრებული ქართველ ჟურნალისტებზეა. ისინი ორი საუკუნის, მე-20 და 21-ე საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდნენ და ქვეყნის მატიანეს ქმნიდნენ. მათ პროფესიულ ბიოგრაფიებში ნათლად ჩანს, რა ეპოქალური კატაკლიზმები ხდებოდა ქვეყანაში და, მათი მიდგომებიდან გამომდინარე, ცოცხლდება საქართველოს უახლესი ისტორია.