ნაშრომი ეხება ქართული ზმნის ერთ-ერთი ძირითად კატეგორიის გვარის ფორმირებისა და წარმოების საკითხებს. მოცემულია მისი ფორმობრივი და შინაარსობრივი ანალიზი, განხილულია გვარის ურთიერთობა ზმნის სხვა კატეგორიებთან, ყურადღება ეთმობა მის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ სინტაქსურ თავისებურებას.