მონოგრაფიაში შესწავლილია ფორმათა და სიტყვათწარმოების საშუალებათა არატიპური გამოყენების შემთხვევები ქართულში. ამ თვალსაზრისით განხილულია ფონეტიკური პროცესები, ზმნისწინები, პირის, რიცხვის, გვარისა და ქცევის კატეგორიები, მიმღეობათა და მასდართა წარმოება, სახელადი და ზმნური ფორმების ურთიერთმიმართების ზოგიერთი საკითხი.