პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი (წესდება) დაიწერა 1083 წელს ბერძნულად და ქართულად. ეს მონასტერი
დააფუძნა გრიგოლ ბაკურიანის-ძემ, რომელიც იყო საბერძნეთის დასავლეთი მხარეების დიდი დემესტიკოსი, ანუ მთავარსარდალი. აქ გამოცემულია ტიპიკონის ქართული ტექსტი ძველი ხელნაწერის მიხედვით (დაახლ. XIII საუკ.), რომელსაც არ განუცდია მერმინდელი გადაკეთება, რაც ატყვია ბერძნულს, რომელიც ქართულ ტექსტზე ადრე გახდა ხელმისაწვდომი მეცნიერთათვის და რომელმაც გადაკეთებული ადგილების გამო წარმოშვა მცდარი შეხედულება და გაუგებრობა მონასტრის მაშენებლის ეროვნული ვინაობის შესახებ. ქართულ ტექსტთან ერთად მოცემულია მისი რუსული თარგმანი შენიშვნებითურთ და აგრეთვე გამოკვლევა (შესავალი და ძეგლის ენის მიმოხილვა).