ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ინტერიერი : ლიტერატურული საუბრები

გამოცემის წელი2016
გამომცემლობაინტელექტი

„ინტერიერი“ გულისხმობს კონკრეტულ დროს და იმ შიდა სივრცეს, რომელშიც ცხოვრობდა და ქმნიდა ლიტერატურულ წერილებს წიგნის ავტორი. გასული საუკუნის მიწურულიდან დღემდე გარემომცველი რეალობა ძირფესვიანად შეიცვალა. სწორედ ეს ცვალებადი დროის მონაკვეთი აღიბეჭდა ამ წერილებში. ანდრო ბუაჩიძე პოეზიას, პროზას თუ დრამატურგიას უშუალოდ ცხოვრებასთან შეხების და მხატვრული გამოსახვის სიახლეთა ნიშნით განიხილავს. ამ წიგნში თავმოყრილი წერილები განსაზღვრულ შინაარსობრივ პრინციპზეა დაფუძნებული. კლასიკაც დღევანდელი გადასახედიდან არის განჭვრეტილი. ავტორმა უკვე აღიარებული ნაწარმოებების ახლებურად წაკითხვა სცადა. წიგნს შინაარსობრივად ავსებს და ამთლიანებს უფროსი და უმცროსი თაობის მეგობარი მწერლების გახსენება.