მონოგრაფიაში განხილულია ლანდშაფტური დაგეგმარების – სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სწრაფად განვითარებადი სამეცნიერო პრაქტიკული მიმართულების - გეოეკოლოგიური საფუძვლები. ნაშრომში წარმოჩენილია: ლანდშაფტური დაგეგმარების არსი და მნიშვნელობა; გერმანიის, რუსეთის და ევროპის სხვა სახელმწიფოების გამოცდილება, ლანდშაფტის გეოეკოლოგიურ თავისებურებათა (სტრუქტურულ-ფუნქციური, თანამედროვე მდგომარეობის, ბუნებრივი და ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგების, მდგრადობის, პოტენციალის) და სოციალურ-ეკონომიკურ ფუნქციათა განსაზღვრის მეთოდოლოგია და მეთოდიკა; საქართველოს მთის ლანდშაფტთა დაგეგმარებისთვის გეოეკოლოგიურ თავისებურებათა გამოვლენისა და დახასიათების პრაქტიკული მაგალითები მსხვილ, საშუალო და წვრილმასშტაბიანი კვლევის შედეგების საფუძველზე.