კრებული ეძღვნება გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის მერაბ კოკოჩაშვილის შემოქმედებას. კრებულის მასალები – სხვადასხვა დროს ქართულ და უცხოურ პრესაში და ცალკეულ გამოცემებში გამოქვეყნებული რეცენზიები და წერილებია, რომელთა ავტორები არიან კინომცოდნეები, მწერლები, ცნობილი კინემატოგრაფისტები.