ნაშრომი წარმოადგენს შემეცნების თეორიაზე ძველი ბერძენი ფილოსოფოსების სისტემატიზაციის პირველ ცდას მარქსისტულ–ლენინური მსოფლმხედველობის პოზიციებიდან. დალაგებულია არისტოტელეს, პლატონის, პითაგორელების, ელეელების, სოფისტების, ატომისტების და სხვათა შეხედულებანი შემეცნების ობიექტზე, შემეცნებისა და აზროვნების მიმართებაზე, ჭეშმარიტებისა და ჭეშმარიტების კრიტერიუმზე და სხვა.