წიგნი სრულყოფილად ასახავს დიდი ქართველი მხედართმთავრის და მამულიშვილის საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი სააკაძის - დიდი მოურავის ფენომენს, რომელიც მოღვაწეობდა XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის პირველ ნახევარში, როგორც საქართველოში, ასევე ირანსა და თურქეთში. ტრილოგიის I ტომში მოთხრობილია გიორგი სააკაძის გვარის წარმომავლობა და წინაპრების მოღვაწეობა, მათი სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა და ადგილი ქართულ სახელმწიფოში, დამსახურებები საქართველოს სამეფო კარზე, მდიდარი საარქივო მასალით, უცხოური და ქართული წყაროებით დაწყებული XI საუკუნიდან: სიგელ-გუჯარებით, წყალობის წიგნებით, სასამართლო განჩინებებით, განხილულია სააკაძეთა გვარის წარმომავლობის ყველა ვერსია.