ანტიკური ისტორიის თემაზე დაწერილი რომანი „სალამბო' ასახავს ძველი კართაგენის დაქირავებულ მეომართა ცხოვრებს. რომანის ქარგად აღებულია ჩვენს ერამდე მესამე საუკუნისს ამბავი, პუნიკური ომების ხანა, კერძოდ, პირველი პუნიკური ომის შემდგომი პერიოდი. ხმელთაშუა ზღვაზე გაბატონებული კართაგენისა და ახლადმომძლავრებული რომის ინტერესები ერთმანეთს შეეჯახა. ეგატის კუნძულებთან რომმა გაანადგურა კართაგენის ფლოტი, დამარცხებულმა კართაგენმა ჯამაგირი ვერ გადაუხადა ბარბაროსთა დაქირავებულ ლაშქარს, რაც აჯანყების მიზეზად იქცა. ამ ისტორიულ ფონზეა გაშლილი ბარბაროსთა სარდლის – მათოს და კართაგენის მხედართმთავრის ჰამილკარის ასულის–სალამბოს მიჯნურობის ამბავი.