სახელმძღვანელოში გადმოცემულია ფირმის ეკონომიკური საქმიანობის თეორიული და პრაქტიკული საკითხები. მასში განხილულია ფირმის არსი, კლასიფიკაცია, სამართლებრივი ფორმები და რეგისტრაციის წესი, ბიზნეს-გეგმის შედგენა, ფირმის აქტივები და მათი დაფინანსების წყაროები, ფირმის საქმიანობის მარკეტინგული უზრუნველყოფა, ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებლების ანალიზი და სხვ. განმარტებულია მრავალი ტერმინი, რაც თანამედროვე ფირმის ფუნქციონირებასთანაა დაკავშირებული.