გასული საუკუნის 60-იან წლებში ილია ჭავჭავაძემ ახალი ეპოქა დაიწყო ქართულ მწერლობაში, ლიტერატურულ კრიტიკაში, პუბლიცისტიკასა და ჟურნალისტიკაში. მშობლიურმა ხალხმა იმთავითვე შეიცნო მასში ახალი ტიპის შემოქმედი და საზოგადო მოღვაწე, რომელიც თავის გარშემო იკრებდა პროგრესულად მოაზროვნე ყველა შემოქმედს. დიდი ილიას გავლენამ ქართულ საზოგადოებრივ აზრზე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა; იგი გახდა ქართველი ერის ფიქრთა მპყრობელი და მისი ჭეშმარიტი წინამძღოლი, რომელმაც ღირსეულად დაიმსახურა დიდი ქართველი სამოციანელის სახელი.