წიგნში განხილულია ფსიქიკურ აშლილობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაავადების – შიზოფრენიის შესახებ მსოფლიო ფსიქიატრიაში არსებული შეხედულებები, ამ დაავადების ეტიოლოგიაზე, პათოგენეზსა და მიმდინარეობაზე წარმოქმნილი თეორიები, კონცეფციები და ფილოსოფიური მსჯელობანი. მოყვანილია ფსიქიატრიაში მოღვაწე მრავალი მეცნიერის ბიოგრაფიული ცნობები და განხილულია მათი ღვაწლი ფსიქიატრიული აზროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. განსაკუთრებული თავი ეძღვნება ქართული ფსიქიატრიის განვითარების ისტორიასა და იმ ღვაწლს შიზოფრენიისა და ზოგადად ფსიქიკურ დაავადებათა შესწავლაში, რომელიც გასწიეს ქართველმა ფსიქიატრებმა.