წინამდებარე ნაშრომში ერთმანეთთან ორგანულად არის დაკავშირებული ზოგადი, სოციალური და იურიდიული ფსიქოლოგიის მნიშვნელოვანი საკითხები. ეს განპირობებულია იმ ფაქტით, რომ იურიდიული ფსიქოლოგია ფსიქოლოგიური მეცნიერების ერთ–ერთი გამოყენებითი დარგია და ეფუძნება ზოგადი და სოციალური ფსიქოლოგიის თეორიებსა და მეთოდოლოგიას. წიგნს თან ერთვის პრაქტიკული სავარჯიშოები, გამოყენებულ ცნებათა და ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.