წიგნში მოქმედება ხდება XX საუკუნის მეორე ნახევრის თელავში და მკითხველს ცოცხლად წარმოუდგენს არა მხოლოდ იმდროინდელ თელავს, არამედ ზოგადად საქართველოს გასული საუკუნის 60-იანიდან 90-იან წლებამდე.რომანის მთავარი გმირი თიკო თელავის მუზეუმის ახალგაზრდა თანამშრომელია, რომელიც წიგნს წერს მეფე ერეკლეზე. თიკოს თავისზე ბევრად უფროსი კაცი შეუყვარდება. აქვს კი ამ სიყვარულს რაიმე მომავალი? არავინ უწყის…