ნაშრომში ახალ საარქივო მასალებსა და პირველწყაროებზე დაყრდნობით შესწავლილია რუსეთის პოლიტიკა კავკასიაში, კერძოდ რუსეთის კოლონიური პოლიტიკის – დისკრიმინაციის, ეთნიკური წმენდისა და გენოციდის ისტორიის საკითხები ჩრდილოეთ კავკასიაში XVII საუკუნიდან, ვიდრე XX საუკუნის დასაწყისამდე. წიგნში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის მეთოდებსა და ხერხებს რომელთა ანალიზი საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიაზროთ თანამედროვე რუსული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები.