წიგნში გაშუქებულია აღდგენის პედაგოგიური, ფსიქოლოგიური და მედიკო-ბიოლოგიური საშუალებები, მათი გამოყენების პრინციპები სპორტსმენის მზადებისა და აღდგენის სხვადასხვა ეტაპზე, ასევე საშეჯიბრო პერიოდში; კლასიფიცირებულია აღდგენის ფიზიკური და ფარმაკოლოგიური საშუალებები, დეტალურად არის განხილული მათი გამოყენების სქემები, ჩვენებები, უკუჩვენებები, ფარმაკოლოგიური საშუალებების დოპინგრისკები და არიდების საშუალებები/წესები; ვრცლადაა გაშუქებული სპორტსმენთა კვების აქტუალური საკითხები. მოცემულია ნუტრიენტების, საკვები პროდუქტებისა და ზოგიერთი ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატის დახასიათება, რეკომენდაციები მათი გამოყენების საჭიროების, სწორი შერჩევისა და მოხმარების შესახებ, ასევე სპორტსმენთა ენერგო უზრუნველყოფის თავისებურებები. წიგნში ყურადღება ეთმობა დოპინგის ძირითად, ბაზისურ საკითხებს, მოცემულია უახლესი დებულებები. მეორე, რედაქტირებულ გამოცემაში დამატებულია სპორტში ტრავმის პრევენციისა და ტრავმის შემთხვევაში პირველადი დახმარების მეთოდები და საშუალებები, ტეიპირების/კინეზოტეიპირების აქტუალური საკითხები, აღწერილია სხვადასხვა ტრავმები/მდგომარეობების დროს კინეზიოტეიპის გამოყენების ტექნიკა.