ნაშრომში წარმოდგენილია ა. დანტოს, რ. ბარტის, პ. რიკიორის, ჟ. ჟენეტის, ვ.შკლოვსკისა და სხვა თეორეტიკოსთა შეხედულებები, რომლებშიც ახსნილია ნარატოლოგიაში გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობა. მათ საფუძველზე კი განხილულია აკა მორჩილაძის, კოტე ჯანდიერის, დათო ტურაშვილის ნაწარმოებები და რაოდენობრივი ცვლილებების თვისებრივ ცვლილებებად ქცევის კანონის საფუძველზე გამოტანილია ორიგინალური დასკვნები.