წიგნის თემატიკა ძირითადად შემოფარგლულია ისტორიული და თანამედროვე ონომასტიკით. გარდა სამეცნიერო ხასიათის შრომებისა, დაბეჭდილია ერთი ნასოფლარისა და ორი სოფლის ტოპონიმთა ლექსიკონები, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში, ისტორიულ–განმარტებითი ხასიათისაა. ასევე მოხვდა კრებულში რამდენიმე ადრე გამოქვეყნებული სტატია, რომელსაც პუბლიცისტური ხასიათი აქვს და არ დაუკარგავს აქტუალურობა.