წინამდებარე ნაშრომში ,,პერსონალური სიცოცხლე და ედმუნდ ჰუსერლის მოძღვრება დროის შინაგანი ცნობიერების შესახებ" განვითარებული მსჯელობების ძირითადი თემაა „დრო და პიროვნება. კარგად ცნობილია, თუ რაოდენ დიდი პოპულარობით სარგებლობს იგი ფილოსოფიური აზროვნების ტრადიციაში და უფრო მეტიც, ამ თემაზე გამახვილებულად რეაგირებს საერთოდ ყოველდღიური ცნობიერება და არა მხოლოდ ფილოსოფიური.