წიგნი წარმოადგენს პრესაში გამოქვეყნებული სტატიების კრებულს, რომელიც 2013 წლიდან გაზეთ „ლიტერატურულ მესხეთში" იბეჭდებოდა. სტატიები ეხება პოლიტიკური რეალობას, რომელმაც მნიშვნელოვნად შეასუსტა ნაციონალური ინსტიტუციები და მათ შორის ეროვნული მუზეუმი. ავტორის მიერ გამოთქმული მოსაზრების თანახმად ქართული ცნობიერების გადაფორმატება გასული საუკუნის სამოციანი წლების გერმანიის გოეთეს უნივერსიტეტის ნეომარქსისტების მიერ შექმნილი თეორიების მიხედვით მიმდინარეობს. წერილებში ხაზგასმულია სამუზეუმო საქმის პოლიტიკურ და პირად ინტერესებზე მორგების ტრადიციის დამკვიდრება.