ეს წიგნი პირველად 1992 წელს, საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე დროს გამოიცა და ამიტომ ფართო საზოგადოებისთვის თითქმის უცნობი დარჩა, მაგრამ ლიტერატურის მოყვარულებს კარგად ახსოვთ იგი. ზოგი კი მიიჩნევს, რომ “მოგზაურობა ყარაბაღში” მწერლის საუკეთესო რომანია. შეიძლება ასეცაა, რადგან ოც წელზე მეტი ხნის შემდეგაც ისეთივე ინტერესით იკითხება, ისეთსავე მძაფრ ემოციებსა და სევდას იწვევს, როგორსაც მაშინ, იმ ავბედით დროს.